სინერი ტრავმას გადაურჩა - ტკივილი კუნთების გადაღლილობით იყო გამოწვეული
24 წლის იტალიელმა სუპერვარსკვლავმა - იანიკ სინერმა, რამდენიმე დღის წინ, შანხაის მასტერსის 1/16-ფინალში, სადაც იგი ნიდერლანდელ ტალონ გრიკსპურს ხვდებოდა, მესამე სეტის მე-6 გეიმში ტრავმა მიიღო, რის გამოც მას კორტი სასწრაფოდ დაატოვებინეს, შესაბამისად მატჩი შეწყდა, სინერმა კი ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მეტიც - მისი ტკივილები და ტრავმა, კუნთების გადაღლილობითა და კრუნჩხვებით იყო გამოწვეული. იგი რამდენიმე კვირა დაისვენებს და კორტზე დაბრუნდება.
საბედნიეროდ, ოთხგზის სლემის ჩემპიონის ტრავმა სერიოზული არ არის. კოლაფსი გამოწვეული იყო ფიზიკური გადაღლილობით და მკაცრი სათამაშო პირობებით, როდესაც მოთამაშეები ექსტრემალურ სიცხესა და ტენიანობას ებრძოდნენ.
Sinner retired from the match because of cramps earlier today. He really has to work on his body to be able to sustain long, grueling matches as he prepares for 2026. pic.twitter.com/PL0n7UcG3F
— Analytics Capper (@AnalyticsCapper) October 6, 2025
შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერს შანხაის მასტერსი დასაცავი ჰქონდა, ამ ტრავმის გამო კი იგი შეჯიბრს მოეხსნა, შესაბამისად ტიტული ვერ დაიცვა და მსოფლიო რეიტინგში 950 ქულა დააკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 წლის იტალიელი, 2025 წელს მსოფლიო რეიტინგის სათავეში ვეღარ ჩადგება.
სინერი 4-გზის სლემის ჩემპიონია და იგი, 24 წლის ასაკში უკვე მე-7 პოზიციაზე იმყოფება ყველა დროის გამომუშავებულ თანხებში.