ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე 2 მაყურებელი გარდაიცვალა
ტურინში, ATP ტურის ფინალზე ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა, ტურნირის მეორე დღეს ორი მაყურებელი გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, ორივე ადამიანი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო და ორივე ახლომდებარე მოლინეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
პირველი, 70 წლის, დილით პიაცა დ’არმის გულშემატკივართა სოფელში ცუდად გახდა. მეორე, 78 წლის, ტეილორ ფრიცის და ლორენცო მუსეტის თამაშის დროს, არენაზე გახდა ცუდად.
FITP და ATP ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს ტურინში, Nitto ATP-ის ფინალის დროს ორი მაყურებლის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ორი ადამიანი, 70 და 78 წლის, ინალპი არენაზე მატჩებზე დასასწრებად იყო მისული. ორივეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, უეცარი გულის შეტევა დაემართა. - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში
მშობლიური გარემოში, იანიკ სინერი კარლოს ალკარასს ებრძვის, რათა წელი მსოფლიოს პირველი ნომრის რანგში დაასრულოს. ორივე ჩოგბურთელი სხვადასხვა ჯგუფშია და საკუთარი პირველი შეხვედრები მოიგეს. შემაჯამებელ ტურნირზე, პირადი გადაწყვეტილებით, არ თამაშობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.
სხვა სტატიები
2/2 მოგება | სინერის არანორმალური სტატისტიკა ATP Finals-ზე
2 კვირის წინ ჩოგბურთი
დიდი ნოვაკი!
3 კვირის წინ ჩოგბურთი