სეტწაუგებლად 1/2-ფინალამდე | ალკარასმა ავსტრალიაში საკუთარი შედეგი გააუმჯობესა
ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში კარლოს ალკარასმა ალექს დე მინო 3 სეტში დაამარცხა - 7:5, 6:2, 6:1. დაპირისპირება 2:18 საათი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ჩოგბურთელი მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე სეტის წაუგებლად ასპარეზობს, ალკარასმა მე-5 შეხვედრაში ისე გაიმარჯვა, რომ ერთი სეტიც კი არ დაუთმია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარლოს ალკარასს ყველა დიდი სლემის ტიტული მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობის გარდა, თუმცა უფრო გასაკვირი ის არის, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში კარიერაში პირველად გავიდა. აქამდე AU OPEN-ზე მისი საუკეთესო შედეგი 1/4-ფინალი იყო.
Stellar performance from Carlos Alcaraz to reach the Australian Open semi-finals for the first time 🚀#AO26 pic.twitter.com/Dwgp8k8auM
— Roland-Garros (@rolandgarros) January 27, 2026
1/2-ფინალში კარლოს ალკარასის მეტოქე, მსოფლიოს მესამე ნომერი, გერმანელი - ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ალკარასს უპირატესობა არ აქვს და თანაბარია (6:6), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან სამში კარლოს ალკარასმა გაიმარჯვა.
ზვერევისა და კარლოს ალკარასის 1/2-ფინალური დაპირისპირება 30 იანვარს შედგება.