Belive

ალკარასი/სინერი არ იქნება - მედვედევი ტიტულისთვის იბრძოლებს

13 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

წლის პირველი 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში კარგად ნაცნობ წყვილს ვერ ვიხილავთ. ინდიან ველსის ნახევარფინალებში იანიკ სინერი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა, ხოლო კარლოს ალკარასი დანილ მედვედევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან კარგ ფორმაში მყოფმა იტალიელმა სინერმა, ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში დაამარცხა (6:2/6:4). ბადის მეორე მხარეს კი დანილ მედვედევმა რეიტინგის პირველ ნომერს, ალკარასს, ასევე 2 სეტში მოუგო (6:3/7:6).

აღსანიშნავია, რომ მედვედევსა და ალკარასს შორის სულ 8 შეხვედრა გამართულა და რუსმა სამჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ინდიან ველსის ფინალი 16 მარტს, ღამის პირველ საათზე დაიწყება.