გორგოძე რიოს ჩელენჯერის ფინალშია
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ეკატერინე გორგოძე რიოს ჩელენჯერზე წყვილთა თანრიგში დამაჯერებლად ასპარეზობს - გორგოძისა და ბურილოს წყვილი ფინალშია და ტურნირის მოგებამდე 1 გამარჯვება აშორებს.
ეკატერინე გორგოძემ და ირენე ბურილომ 1/2-ფინალში, სმიტისა და ტონას წყვილი 7:5, 6:4 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც გორმაზსა და ვუერტს დაუპირისპირდებიან.
ფინალური მატჩი 18 ოქტომბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული. რიოს ჩელენჯერის გამარჯვებული 15.500 დოლარსა და 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს - გორგოძე 1/2-ფინალშია და 20:00 საათზე, ფრანგ ალის რამეს დაუპირისპირდება.