Belive

Internazionali Femminili Di Brescia | ეკატერინე გორგოძე 1/4-ფინალშია

9 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ ბრეშაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 34 წლის ქართველი ჩოგბურთელი Internazionali Femminili Di Brescia-ს ტურნირის 1/4-ფინალშია, სადაც არგენტინელ იაზმინ ორტენზისა და ბულგარელ ელიზარა იანევას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გორგოძემ ბრეშას ტურნირზე უკვე შეძლო ორი მატჩის მოგება და აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ბრეშას ტურნირის საპრიზო ფონდი 100.000 ევროს შეადგენს - გამარჯვებული 125 სარეიტინგო ქულასა და 13.480 ევროს მიიღებს. რაც შეეხება ლაივ რეიტინგს, გორგოძე 16 პოზიციით დაწინაურდა და 342 ქულით, 217-ე ადგილს იკავებს.