ბასილაშვილმა ფინიქსში გამარჯვებით დაიწყო - წინ 1/8-ფინალური მატჩია
საქართველოს #1 ჩოგბურთელმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკაში, კერძოდ კი ფინიქსში 175-ქულიან ჩელენჯერზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
ბასილამ 1/16-ფინალში შეჯიბრის მე-6 ნომრად განთესილი პოლონელი ჩოგბურთელი - კამილ მაირჟაკი 2 სეტში: 7:6; 6:3 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩი 1 საათისა და 34 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთლმა პირველი სეტი ტაიბრეიკში მოიგო, მეორე სეტში კი მეორე გეიმშივე შეძლო მეტოქის დაბრეიკა და შემდეგ საკმაოდ მარტივად გაიმარჯვა.
1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, ფრანგი - არტურ კაზო იქნება, რომელიც მსოფლიოს 76-ე ჩოგანია. მატჩი 13 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზეა ჩანიშნული.
აქვე შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის მოქმედი გამარჯვებული, ბრაზილიელი - ჟოაუ ფონსეკაა, შეჯიბრის საპრიზო ფონდი კი 300 000 დოლარს შეადგენს.