ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
13 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის ATP ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო და ფინალში გავიდა. Tiriac Open-ის საკვალიფიაკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ბასილამ პოლონელი დანიელ მიხალსკი 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 7:5. დაპირისპირება 1:44 საათი მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოს 134-ე ნომერი ჩოგბურთელია, ხოლო მისი მეტოქე 266-ე იყო. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჯორჯ ლოფჰაგენსა და იური როდიონოვს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის ტურნირი თიხის საფარზე იმართება და 250-ქულიანია, საპრიზო ფონდი კი 612 620 ევროს შეადგენს.