მარცხი მძიმე ბრძოლაში | ბასილაშვილი ბასტადის ტურნირს 1/8-ფინალში გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბასტადის ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში ბრიტანელი, იან ჩოინსკი 2 სეტში (6:4, 7:6) დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, თუმცა ასპარეზობა სწორედ 1/8-ფინალშივე დაასრულა.
საქართველოს #1 ჩოგბურთელი, 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში, მსოფლიოს 61-ე არგენტინელ ჩოგანთან - ტიაგო აუგუსტ ტირანტესთან, თითქმის 3-საათიანი (2 საათი და 48 წუთი) ბრძოლა დათმო (5:7 ; 6:3 ; 4:6) და ტურნირს გამოეთიშა.
ბასილაშვილი პირველი სეტის მე-9 გეიმში დაბრეიკდა, შემდეგ უკუბრეიკი შეასრულა და გეიმებში წონასწორობა აღადგინა, თუმცა მე-11 გეიმში კვლავ დაბრეიკდა, რაც არგენტინელმა ჩოგბუთელმა კარგი ჩაწოდებით დააგვირგვინა და პირველი სეტი დავთმეთ.
ქართველმა ჩოგბუთელმა უკეთესი მეორე სეტი ჩაატარა, სადაც 2-ჯერ დაბრეიკდა, თუმცა მეტოქის დაბრეიკა 3-ჯერ შეძლო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
სამწუხაროდ არასტაბილური ჩაწოდება მესამე სეტში გარდამტეხი აღმოჩნდა - ნიკა მეორე გეიმში დაბრეიკდა, თუმცა შემდეგ ჩაწოდებაზე უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, ქართველი მატჩის ბოლო ჩაწოდებაზე დაბრეიკდა და მატჩი დათმო.
საბოლოოდ, ბასილაშვილმა ბასტადის ტურნირზე ასპარეზობითა და 1/8-ფინალში გასვლით, მსოფლიო რეიტინგში ქულები მოიპოვა და 6 პოზიციით დაწინაურდა, ახლა იგი მსოფლიოს 129-ე ჩოგანია და მის ანგარიშზე 499 სარეიტინგო ქულაა.