ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ჩელენჯერს მესამე სეტის დასაწყისიდანვე ჩაეხსნა
11 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ჩელენჯერის, კერძოდ გუანჯოუს ტურნირის 1/16-ფინალში იაპონელი ნაოია ჰონდასთან დამარცხდა, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 2:6 მოიგო, მეორეში 7:6 (8:6) დამარცხდა, ხოლო მესამე სეტს დასაწყისიდანვე ჩაეხსნა და ჩელენჯერს გამოეთიშა. დაპირისპირება 1:42 საათი მიმდინარეობდა.
იაპონელი მსოფლიო რეიტინგის 656 ნომერია, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი 131-ე.
გუანჯოუს ჩელენჯერი 100 ქულიანია და მისი საპრიზო ფონდი 177 000 დოლარს შეადგენს.
ნაოია ჰონდა მომდევნო ეტაპზე რუს პიოტრ ბარ ბირიუკოვს შეხვდება, რუსი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 299-ე ნომერია.