Belive

3/3 მოგება | ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში გავიდა!

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსი) საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა, სამიდან სამი მატჩი მოიგო და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს #1-მა ჩოგბურთელმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, ფრანგი - ჯოფრი ბლანსანო 2 სეტში: 2:6; 4:6 დაამარცხა, რითაც როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მისი მეტოქე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 33 წლის ქართველმა როლან გაროსის მეორე კორტზე, სავსე ტრიბუნების ფონზე ითამაშა, რადგან მას ფრანგი მეტოქე ჰყავდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძირითად ბადეში გასასვლელად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემდეგი მეტოქეები დაამარცხა.

  • I საკვალიფიკაციო ეტაპი - გის ბრაუერი (ნიდერლანდები)

  • II საკვალიფიკაციო ეტაპი - ვალენტინ ვაშერო (მონაკო)

  • III საკვალიფიკაციო ეტაპი (ფინალი) - ჯოფრი ბლანსანო

სხვა სტატიები