2-სეტში დამარცხდა | მარიამ ბოლქვაძე როლან გაროსს გამოეთიშა
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
19 მაისს, 2025 წლის მესამე დიდი სლემის შეჯიბრმა - როლან გაროსმა აიღო სტარტი და საკვალიფიკაციო ეტაპები 23 მაისს დასრულდება, ძირითად ბადეში კი სპორტსმენები 25 მაისიდან ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025 წლის როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ორი ქართველი - ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე იბრძოდნენ.
სამწუხაროდ, 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რონალ გაროსის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უკრაინელ - დარია სნიგურთან 2 სეტში: 3:6; 0:6 დამარცხდა და დიდი სლემის ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა როლან გაროსზე კარიერაში მეორედ იასპარეზა. მან პირველად 2021 წელს მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, შემდეგ კი დამარცხდა.