Belive

2/2 გამარჯვება | ბასილაშვილი 250-ქულიანი შეჯიბრის ძირითად ბადეში გავიდა

6 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 ჩოგბურთელმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ბუქარესტის ATP ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალური მატჩი მოიგო, რითაც შეჯიბრის ძირითად ბადეში გავიდა.

Tiriac Open-ის საკვალიფიაკაციო ეტაპის ფინალში, ბასილამ ავსტრიელი მეტოქე, იური როდიონოვი 3 სეტში - 6:4, 0:6; 6:3 დაამარცხა. დაპირისპირება 1 საათი და 39 წუთი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის შეჯიბრზე

34 წლის ქართველი ჩოგბურთელი 250-ქულიანი შეჯიბრის ძირითად ბადეში გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი მეტოქე ამ ეტაპისთვის უცნობია.

შეჯიბრი, რომელიც საპრიზო ფონდიც €612,620 ევროა, 5 აპრილს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება.

ამ შეჯიბრის ძირითად ბადეში, პირველ ნომრად - გაბრიელ დიალოა (კანადა) განთესილი, მეორე ნომრად კი ფრანგი - ადრიან მანარინო, მესამე ნომრად მონაწილეობს უნგრელი - ფაბიან მაროჟანი, მეოთხე ნომერი იქნება პორტუგალიელი - ნუნო ბორხესი.

შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონი კი იტალიელი - ფლავიო კობოლია.

სხვა სტატიები