აგუერომ ფსონი მესიზე დადო და 8 ათასი დოლარი მოიგო
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, სოციალურ ქსელში 17 ნოემბერს განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა. აგუერომ 1001 დოლარი მესის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 8,25 ჰქონდა. შედეგად, არგენტინელმა 8 264 დოლარის მოგება შეძლო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ,,ალბისელესტეს” კაპიტანმა, ლეო მესიმ ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე […]
სერხიო აგუერო მსოფლიო ჩემპიონის მედალს მიიღებს?!
კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. “ალბისელესტემ” ფინალური მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ყოფილი ვარსკვლავი – სერხიო აგუერო, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში კატარში იმყოფებოდა და არგენტინას აქტიურად უჭერდა მხარს, ხოლო ფინალის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოედანზე შევიდა და ჩემპიონობა ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა. ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელდა […]
მუნდიალი 2022 | საუკეთესო მეგობრები – მესის ჯილდო აგუერომ გადასცა | VIDEO
აგუერო სტერლინგის ტრანსფერზე: ,,ზოგჯერ სიტის ხელმძღვანელობა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს”
,,მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, რაჰიმ სტერლინგის ,,ჩელსიში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,სტერლინგის გაყიდვა ჩემთვის გაუგებარია. ზოგჯერ ,,მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. რა თქმა უნდა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ფეხბურთელებიც იღებენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ იქ უნდა ითამაშო, სადაც გსურს. რაჰიმმა საკუთარი ნიჭი გამოავლინა. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა. მან გუნდის თამაშზე დიდი […]
მანჩესტერ სიტის 2012 წლის საჩემპიონო გუნდი – სად არიან ისინი ახლა?!
“მანჩესტერ სიტის” 2012 წლის პრემიერლიგური თავგადასავალი, საფეხბურთო სამყაროს დაუვიწყარი მოგონებაა. სეზონის ბოლო საშეჯიბრო დღეს, “სიტის” მოგება სჭირდებოდა, რათა თანაქალაქელი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ტიტული წაერთვა და პრემიერლიგის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად ეზეიმა. “სიტი” “ქპრ”-სთან მატჩის 90 წუთზე 1-2 მარცხდებოდა, თუმცა, ედინ ჯეკომ ანგარიში მატჩის 91-ე წუთზე გაათანაბრა, რამაც რობერტო მანჩინის გუნდს გამარჯვების იმედი და მუხტი მისცა. მატჩის დასრულებამდე […]
93:20, აგუეროოოოო | სიტიმ ლეგენდას ძეგლი დაუდგა
სერხიო აგუეროს კარიერაში 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ “ქპრ-სთან” საჩემპიონო გოლი ისეთია, გულშემატკივარის გონებიდან ვერასოდეს რომ წაიშლება. გოლის გატანიდან 10 წლის შემდეგ, “ეტიჰადის” წინ, აგუეროს ძეგლი დაიდგა. საჩემპიონო რბილაში, ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უპირისპირდებოდნენ. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, ორივე მათგანი 3 ქულის მოსაპოვებლად გავიდა. “წითელმა ეშმაკებმა” “სანდერლენდი” ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და მოედანზე […]
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, მადრიდის ,,რეალისა” და ,,მანჩსტერ სიტის” მატჩს სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში, კარლოს ტევესთან ერთად უყურებდა. ,,სამეფო გუნდის” მესამე გოლის შემდეგ, ლეო მესიმ აგუეროს შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც სერხიომ სტრიმის დროს გააჟღერა: ,,რეალის მესამე გოლის შემდეგ, ლეომ მომწერა: ,,ეს ხუმრობაა… შეუძლებელია!” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით […]
აგუერომ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება სურს
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მზადაა, ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის როლში დაეხმაროს: ,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები. ამ კვირაში შეხვედრა მექნება. მინდა, რომ იქ ვიყო და მზად ვარ, სამწვრთნელო შტაბს შევუერთდე. მთავარ მწვრთნელთან, ლიონელ სკალონისთან და ფედერაციის პრეზიდენტთან, კლაუდიო ტაპიასთან, ამ თემაზე უკვე ვისაუბრე. რა იქნება ჩემი როლი? რეალობა ასეთია, თუ მსოფლიო […]
სერხიო აგუერო: “ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ თითქოს ჩემი გული აღარ მუშაობს”
ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, რომელსაც გულზე არსებული პრობლემების გამო, აქტიური სპორტისთვის თავის ნაადრევად დანებება მოუწია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “ახლა ვცდილობ, რომ ფეხბურთი ვითამაშო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიხრჩობი. ზოგჯერ ვვარჯიშობ და ერთი სრულფასოვანი გარბენის შესრულებაც მიჭირს. ასე მგონია, რომ ჩემმა გულმა უბრალოდ მუშაობა შეწყვიტა”, – თქვა 33 წლის ფეხბურთელმა. პროფესიონალურ დონეზე […]
გავიხსენოთ: აგუეროს ისტორიული გოლი Vs. ქპრ | VIDEO
აგუერომ კარიერის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა | VIDEO
ოფიციალურად: სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ცენტრფორვარდმა – სერხიო აგუერომ, 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია მან დღეს პრესკონფერენციაზე გაავრცელა, რომელსაც “ბარსელონას” მოქმედი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, კლუბის წევრები და თავად ლიონელ მესიც კი ესწრებოდა. არგენტინელი ვარსკვლავი, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ფეხბურთს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების გამო ვეღარ ითამაშებს. გულის პრობლემების გამო 33 წლის […]