Belive

ლეო მესი გეიმინგ ორგანიზაციის თანამფლობელი ხდება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ლიონელ მესი გეიმინგ სამყაროში შემოდის, არგენტინელი სერხიო აგუეროს მიერ შექმნილ ორგანიზაციას (KRU) თანამფლობელის სტატუსით უერთდება.

კუნ აგუერომ KRU 2020 წელს დააარსა და მისი გუნდი უკვე მონაწილეობს eSports-ის ისეთ პოპულარულ ჩემპიონატებში, როგორებიცაა: Rocket League, FC24, League of Legends და Valorant. სერხიო აგუერომ სამშაბათს დაადასტურა, რომ მესი KRU-ის ახალი თანამფლობელია, არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ინტერ მაიამის სუპერვარსკვლავის სიტყვებით სრულდება: "კარგი, მოდით ვითამაშოთ".

„მოხარული ვარ, რომ საქმეს ლეოსთან ერთად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ და წინ უამრავი გამოწვევაა. დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და დიდი მეგობარი KRU-ის ნაწილია. - სერხიო აგუერო

პოსტის ნახვის შემდეგ, ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ იხუმრა, მან კრიშტიანუ რონალდუ KRU-ის კონკურენტ ორგანიზაციაში, Rebels Gaming-ის გუნდში მიიწვია.

სხვა სტატიები