Belive

აგუერო: ,,მესის დასაბრუნებლად ბარსელონამ საკმარისი არ გააკეთა''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მესიმ ,,ინტერ მაიამიში'' გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

,,მესის დასაბრუნებლად ,,ბარსელონამ'' საკმარისი არ გააკეთა.

დიახ, რაღაც კავშირი იყო ლა ლიგასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ ლეომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ დაელოდა ბოლო წამს, როგორც 2021 წელს,'' - აგუეროს სიტყვებს As-ი ციტირებს.

მესიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ კარიერას ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელი ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები