“წითელი ეშმაკების” მთავარ სამიზნედ კვლავ “ტოტენჰემის” 9 ნომერი ჰარი კეინი რჩება. მანჩესტერელები გეგმავენ, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის ინგლისის ნაკრების თავდასხმელი მათ რიგებში ითამაშებს. The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერი” საკმაოდ თავდაჯერებულია და თვლის, რომ ლონდონელები კეინის ფასს შეამცირებენ. ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ 29 წლის კეინს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ბუნებრივია, რომ “დეზებს” არ სურთ […]