Belive

ოდეგორმა პრემიერ ლიგის მომავალი ჩემპიონის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. სამ გუნდს ჩემპიონობისთვის ნამდვილი რბოლა აქვთ გამართული. 67 ქულით პირველ ადგილზე "ლივერპულია", მეორეზე "არსენალია" 65 ქულით. ხოლო მესამე ადგილს "სიტი" 64 ქულით იკავებს.

სეზონის დასრულებამდე ცხრილის ლიდერები ერთმანეთს არ შეხვდებიან. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ პირველი ფეხი ვის დაუცდება.

გასულ ტურში "არსენალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" უგოლო ფრე ითამაშეს და ქულები გაიყვეს. ამის მიუხედავად, "მეთოფეთა" კაპიტანი მარტინ ოდეგორი თვლის, რომ მისი გუნდი ჩემპიონობას შეძლებს.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი ჩემპიონი ვინ გახდება. სხვა გუნდები არ გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ რისი კონტროლიც შეგვიძლია. გუნდის ხედვა ასეთია: ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, გავაგრძელოთ შრომა და მოვიგოთ ყველა თამაში რაც დაგვრჩა. შემდეგ ვნახავთ რა მოხდება. გასულ სეზონში ბევრი რამ ვისწავლეთ და თქვენს წინაშე უფრო მომწიფებული გუნდი გამოდის. სეზონის შარშანდელი დასასრული ყველასათვის მძიმე იყო და ვგრძნობ, რომ წელს ბევრად ძლიერები ვართ. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ და მათ ხარისხი შემატეს გუნდს. თუმცა, ის რაც შარშან გავიარეთ გუნდის ზრდისთვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. - განაცხადა მარტინ ოდეგორმა

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "არსენალმა" ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად ხელიდან გაუშვა. "მეთოფეები" საკმაო ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე კონცენტრაცია დაკარგეს და მნიშვნელოვანი მატჩები ვერ მოიგეს. საბოლოოდ 2022/2023 წლის სეზონის გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი" გახდა.

სხვა სტატიები