მუნდიალის ისტორიაში პირველად | კორეელთა გოლი ისტორიული გამოდგა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩიც მექსიკაში, 'აკრონ არენაზე' გაიმართა. სამხრეთ კორეის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და აზიელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს (2:1). გამხსნელი ემოციური მატჩის შემდეგ, მეორე შეხვედრის პირველი ტაიმი მართლაც ძალიან მოსაწყენად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარმა გაამართლა.
თანაბარი და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჩეხებმა მაღალ ბურთებზე თამაშის უპირატესობა გამოიყენეს და 59-ე წუთზე, ლადისლავ კრეიჩმა, პირდაპირ აუტიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გაიტანა.
კორეელებმა თამაში, თითქოს, ამ მომენტის შემდეგ დაიწყეს - 67-ზე ჯერ ჰვან ინ-ბუმმა გაათანაბრა (კან ინ-ლის გადაცემით), მე-80 წუთზე კი მოედანზე სონის ნაცვლად გამოსულმა ჰიონ-გიუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
A ჯგუფში პირველ/მეორე ადგილებზე მექსიკა და სამხრეთ კორეა განლაგდნენ (3/3 ქულით), მესამე/მეოთხეზე კი ჩეხეთი და სამხრეთ აფრიკა არიან.
კორეელთა განმათანაბრებელი გოლი მუნდიალების ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა - კერძოდ, სამხრეთ კორეის ნაკრებმა ჰვან ინ ბომის გოლის წინ, 25 გადაცემა გააკეთა. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამ გუნდის მიერ გატანილი ყველაზე „მრავალსვლიანი“ გოლი.
25 - There were 25 passes in the build-up to Hwang In-Beom's goal for 🇰🇷 Korea Republic last night, their most ever in the lead up to a goal scored in FIFA World Cup history.
— OptaJoe (@OptaJoe) June 12, 2026
Methodical. pic.twitter.com/ZkzNl3aM5I
ასე და ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში 3-3 ქულით მექსიკა და სამხრეთ კორეა ლიდერობენ. ამ ჯგუფის მეორე ტურის დაპირისპირებაში სწორედ ეს ორი გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს. მატჩი 19 ივნისს გაიმართება.