Belive

ვან დაიკი: "ასეთი თამაშით პრემიერ ლიგის ჩემპიონობაზე არც კი უნდა ვიფიქროთ..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, "ლივერპული" მერსისაიდულ დერბიში "ევერტონთან" 2:0 დამარცხდა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში უკვე ძალიან ჩამორჩა, რადგან "არსენალი" 3 ქულით უსწრებს, ხოლო "სიტის" 2 გამოტოვებული მატჩი აქვს სათამაშო.

მატჩის შემდეგ, "ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა - ვირჯილ ვან დაიკმა საკმაოდ საინტერესო და გულწრფელი კომენტარი გააკეთა.

"ამ მომენტში ძალიან ემოციური ვარ, რადგან მწყინს, რომ ძალიან მაგარ სეზონს ასე ცუდად ვაგრძელებთ, თანაც მაშინ, როდესაც მოგება ყველაზე მეტად იყო საჭირო.

ასეთი თამაშით უფლებაც კი არ გვაქვს, რომ პრემიერ ლიგის ტიტულზე ვიფიქროთ. ჩვენ, ყველამ სარკეში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარ თავს კარგად დავაკვირდეთ და ვკითხოთ, ნამდვილად გვსურს პრემიერ ლიგის მოგება?!

და თუ ამ კითხვაზე პასუხი იქნება კი, მაშინ უნდა გამოვასწოროთ ყველა ფეხბურთელმა საკუთარი მინუსები. ასე თამაში არ შეიძლება მაშინ, როდესაც ტიტულის მოპოვება გსურს..." - ვან დაიკი

ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება.

"ლივერპული" შემდეგ მატჩს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, 27 აპრილს გამართავს.

სხვა სტატიები