Belive

პედრიმ დასვენებაზე უარი თქვა - 18 წლის ფეხბურთელი კლუბში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 წლის ვუნდერკინდი - პედრი გონსალესი, ქალაქ ბარსელონაში დაბრუნდა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშებს განაახლებს. Sportble-ს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელს რონალდ კუმანმა დასვენების დღეები მისცა, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.
E8YbYRkWEAAF5vC
პედრის სურს, რომ გუნდის დინამიკას არ ჩამორჩეს და თანაგუნდელებს ხუთშაბათს შეუერთდეს. 2020/21 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, პედრიმ 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდებული შედეგია. მან მთელი სეზონის განმავლობაში “ბარსელონაში” თითქმის ყველა მატჩში ითამაშა, ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ უკვე ტოკიოში, ოლიმპიადაზე ითამაშა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ფეხბურთის ექსპერტების აზრით, 18 წლის ფეხბურთელისთვის ასე ხშირად თამაში სულაც არ არის კარგი, გარდა იმისა, რომ ეს მისთვის ძალიან გადაღლაა, ამ ფაქტმა ტრავმებსა და მის სამომავლო კარიერაზე შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.

სხვა სტატიები