Belive

ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი "ალ აჰლი" სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ "ალ აჰლიმ" სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი ევროპელი ითამაშებს. კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, არაბული კლუბების რიგებში ქარიმ ბენზემა, ნ’გოლო კანტე, კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში და მარსელო ბროზოვიჩიც ითამაშებენ.

სხვა სტატიები