Belive

კვარაცხელია სერია A-ს გახსნით მატჩს გამოტოვებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

19 აგვისტოს, სერია A-ს ახალი, 2023/2024 წლების სეზონი აიღებს სტარტს, სადაც მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" "ფროსინონეს" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალი სეზონის პირველ მატჩს "ფროსინონეს" წინააღმდეგ, კუნთების გადაღლილობისა და არასასურველი ფიზიკური კონდინციის გამო გამოტოვებს. უფრო მეტიც, ქართველი შემტევი "ფროსინონეში" კლუბთან ერთად საერთოდ არ გაემგზავრა. 

"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მატჩის წინა ბოლო ვარჯიშზე, ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არ გამოცხადდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა. 

 

 

მატჩი, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართება, ცხადია, განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარში იწვევს, თუმცა შეხვედრას ნეიტრალური ქომაგისთვისაც კი, დამაინტრიგებელი აფიშა აქვს, რადგან ერთ მხარეს, სერია A-ში დაბრუნებული "ფროზინონე", ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული ფორმაციის მქონე "ნაპოლია", რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ მესამე სკუდეტოს დაეუფლა.

სხვა სტატიები