Belive

ანჩელოტი კვარაცხელიაზე: ,,ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ნაპოლისთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ჩვენ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. მათ შარშან ძალიან კარგად ითამაშეს. რთული და თანაბარი მატჩი გველის, რადგან მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ინდივიდუალურად გამოირჩევიან. თუ გამოგვივა იგივე, რაც ჟირონაში გავაკეთეთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

კვარაცხელიასა და ოსიმენზე: ისინი ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან, რომლებმაც შარშან დაამტკიცეს, რომ თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლიათ. მათ სხვადასხვა მახასიათებლებით გამორჩეული ნიჭი აქვთ. კვარაცხელია ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი ძალიან საშიშია. - კარლო ანჩელოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ,,ნაპოლი'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები