Belive

მილუოკი დამარცხდა - მამუკელაშვილს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "ატლანტას" დაპირისპირება შედგა.

მილუოკიში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 106:121 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 5 ტურში, "მილუოკი" მესამედ დამარცხდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

"მილუოკი ბაქსის" ქართველ ფორვარდს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 1:35 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 2 ქულასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

"ბაქსის" ლიდერმა - იანის ანტეტოკუნმპომ 30:55 წუთის განმავლობაში 27 ქულის, 8 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, რითიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა, მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები