Belive

საბა ლობჟანიძეს პუმასთან შედეგიანი მატჩი ჰქონდა | VIDEO

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ლიგის თასის მე-2 შეხვედრაში მექსიკურმა პუმასმა საბა ლობჟანიძის ატლანტა 3:2 დაამარცხა. ორივე გოლში ქართველ შემტევს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 35-ე წუთზე საბამ კარში დაარტყა, კეილორ ნავასს მოხვდა, გოლი გავიდა და კოსტა რიკელ მეკარეს ავტოგოლი ჩაუთვალეს, 43-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

საბა ლობჟანიძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ის 25-ჯერ შეეხო ბურთს, 21 გადაცემიდან 16 ზუსტად შეასრულა, კარში 2-ჯერ დაარტყა.

სხვასხვა სპორტული საიტების მიხედვით ქართველმა ასეთი შეფასება დაიმსახურა:

  • Flashscore: 7.0

  • Sofascore: 6.8