Belive

ლეო მესისთან ერთად | საბა ლობჟანიძე MLS-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე MLS-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

31 წლის ქართველი ფეხბურთელი Sofascore-ის მიერ შედგენილი გუნდის საუკეთესო თერთმეტეულში ატლანტა იუნაიტედის ერთადერთი წარმომადგენელია. მან მეათე სათამაშო კვირაში მონრეალთან მოგებულ (3:1) შეხვედრაში შესრულებული დუბლით 9.2 კოეფიციენტი (მატჩში ყველაზე მაღალი) საუკეთესო თერთმეტეულში ადგილიც ერგო.

საინტერესოა ისიც, რომ საბა ლობჟანიძესთან ერთად გუნდში ინტერ მაიამის ვარსკვლავები, როდრიგო დე პოლი და ლიონელ მესიც მოხვდნენ.

საბა ლობჟანიძისთვის ეს 2026 წლის სეზონში სადებიუტო საგოლე მოქმედებები გახლდათ, მისი გუნდი კი 11 ტურის შემდეგ მე-12 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები