Belive

იოკიჩის მორიგი სამმაგი დუბლი - დენვერმა ლეიკერსი კვლავ დაამარცხა

1 წთ

დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრაში, “დენვერისა” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” დაპირისპირება შედგა. დენვერში, “Ball Arena”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 108:103 დასრულდა, რის შემდეგაც "დენვერმა" სერიაში უპირატესობა განიმტკიცა (2:0).

"დენვერის" გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ ნიკოლა იოკიჩმა დაიდო, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. "დენვერის" სერბმა ვარსკვლავმა პარკეტზე გატარებულ 41:57 წუთში 23 ქულის, 17 მოხსნისა და 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯამალ მარიმ, რომელმაც 40 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ლეიკერსის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა. "მეფეს" სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა (22 ქულა, 9 მოხსნა, 10 ასისტი).

სხვა სტატიები