აბსურდი ლა ლიგაში | გაძევების მიზეზი, რასაც ყოველდღე ვერ ნახავთ
7 საათის წინ
ვიდეო მიმოხილვები
1 წთ
ლა ლიგის 28-ე ტურში, ატლეტიკო მადრიდისა და ხეტაფეს მატჩის 55-ე წუთზე, მაშინ როცა მადრიდელები 1:0 იგებდნენ, მოულოდნელად, სტუმართა მცველი, აბდელ აბკარი, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ალექსანდრ სორლოტმა, ძირს დააგდო - ერთი შეხედვით ეს უმიზეზო გდება იყო, რადგან მათთან ბურთი ახლოსაც არ ყოფილა. VAR-მა ინციდენტი გამოიძია და რაღაც ნამდვილად უჩვეულო აღმოაჩინა.
კადრებში ჩანს, რომ აბკარმა მოწინააღმდეგეს, რომელიც მის გვერდით გარბოდა, ხელი საზარდულის არეში მოჰკიდა, რამაც ნორვეგიელი მოთამაშის მძვინვარე რეაქცია გამოიწვია.
რა გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა კადრების გადახედვის შემდეგ? - წითელი ბარათი მცველს, ყვითელი ბარათი თავდამსხმელს.