Belive

დავიდ ვილა ატლეტიკო მადრიდში დაბრუნდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა დავიდ ვილა თავის ყოფილ კლუბში ატლეტიკო მადრიდში დაბრუნდა. 44 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მადრიდული კლუბის დირექტორთა საბჭოში იმუშავებს.

ატლეტიკო მადრიდის საბჭო 11 წევრისგან შედგება და მათ თავმჯდომარედ ენრიკე სერესო რჩება, ხოლო მიგელ ანხელ ჟილი აღმასრულებელ დირექტორად.

დავიდ ვილას კომენტარი ატლეტიკოში დაბრუნების შემდეგ:

ძალიან მიხარია, რომ შემიძლია კლუბში ახალი პასუხისმგებლობებით დავბრუნდე, მაგრამ იგივე სურვილით, რომ სეზონიდან სეზონამდე გავაგრძელო ატლეტიკო მადრიდის დახმარება.

კლუბმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და იმედი მაქვს, რომ წვლილს შევიტან შემდგომ წარმატებებში. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მათ ამ პოზიციაზე ჩემ კანდიდატურაზე იფიქრეს. - დავიდ ვილა

შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილამ ატლეტიკო მადრიდში 1 სეზონი იასპარეზა, რა დროშიც 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2013/14 წლების სეზონში დავიდ ვილა ატლეტიკო მადრიდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც რეალ მადრიდთან დამარცხდა.

სხვა სტატიები