ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა “Ouest-France”-მ ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ნამდვილად არავის უნდა გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და წევრი – გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძე – “ამ ზაფხულს “სერაინიდან” დაბრუნების შემდეგ, ის ყველაფერს იგებს. ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა 22 წლის ქართველმა მნიშვნელოვანი როლი […]
მეცის პრეზიდენტი: ,,ვფიქრობ, მიქაუტაძის შენარჩუნება გაგვიჭირდება”
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის შემდეგ, ,,მეცის” პრეზიდენტს, ბერნარ სერინს, გიორგი მიქაუტაძის მომავლის შესახებ ჰკითხეს: ,,ჩვენ მიქაუტაძის ძალიან კარგი სეზონი ნამდვილად უნდა გამოვყოთ. როდესაც ის ,,სერენიდან” დაბრუნდა, გაჩნდა კითხვა, რომელ პოზიციაზე უნდა ეთამაშა, რადგან 1,77 მეტრ სიმაღლის ცხრა ნომერი კლასიკური არ არის… ლასლო (მეცის მთავარი მწვრთნელი) ყოყმანობდა მანამ, სანამ მას დააყენებდა ამ პოზიციაზე, რომელზეც მიქაუტაძემ […]
მეცმა ლიგა 1-სკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
გიორგი მიქაუტაძის “მეცმა” ლიგა 2-ის ბოლო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და დიდი იმის ალბათობა, რომ გუნდი ლიგა 1-ში გადაინაცვლებს. ყველაფერი კი “ბორდოზე” იქნება დამოკიდებული, რომლის შეხვედრაც დღეს გარკვეული ინციდენტის გამო შეწყდა. საქმე იმაშია, რომ თუ ეს უკანასკნელი გამარჯვებას მოიპოვებს, ორივე გუნდს თანაბარი – 72 ქულა ექნებათ და ყველაფერს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს. აქვე უნდა ითქვას […]
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით “ლიონი” და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან. Le10sport-ის მტკიცებით, “ლიონი” მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება, თუმცა, კონკურენციის გაწევა “ბარნლისთან” და “ვულვზთან” მოუწევს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მზარდი დაინტერესების ფონზე, “მეცმა” მიქაუტაძის ფასი გაზარდა და ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 […]
პირველი ოფიციალური შეთავაზება ბარნლისგან – ევროპული მედია მიქაუტაძის ტრანსფერზე წერს
ევროპული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ 22 წლის ქართველი თავდამსხმელის დამატების სურვილით ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა “ბარნლიმ” “მეცს” პირველი ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. გარდა რამდენიმე ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებისა, ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be აქვეყნებს სტატიას და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვენსან […]
გიორგი მიქაუტაძე: “ეს ჯილდო თანაგუნდელების, მწვრთნელების, კლუბისა და ოჯახის დამსახურებაა”
საქართველოს ნაკრების და “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ახლა უკვე მეორე ადგილზე გადავედით და ვიცით, რომ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები – შემდეგ ტურში “ბასტიასთან” დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ და ლიგა 1-ში ვითამაშოთ. ეს ყველაფერი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, მინდა მადლობა გადავუხადო “მეცის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და […]
საფრანგეთის ლიგა 2-ში ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, ქართველი ცენტრ-ფორვარდი “ბარნლის” დაუკავშირეს. ჩემპიონშიპიდან კვლავ ელიტაში აღზევებულ “ბარნლის” შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება და გაძლიერება ესაჭიროება – აღნიშნულიდან გამომდინარე, ვენსან კომპანის გიორგი მიქაუტაძის ყიდვას ურჩევენ. ეშლი ბარნსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კომპანის ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოყვანა სასიცოცხლოდ ესაჭიროება და უკანასკნელ ცნობებს, თუ დავუჯერებთ, “ბარნლი” აქტიურად ინტერესდება “მეცის” ქართველი ვარსკვლავის შეძენით. […]
იტალიური მედია: მილანი გიორგი მიქაუტაძის დამატებით ინტერესდება
იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, “მილანში” აღმოჩნდეს. footmercato.net-ის ცნობით, “როსონერი” მზადაა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ირკვევა, რომ “შავ-წითლები” ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩაბმულები და სერიოზული წინსვლაც აქვთ. წყარო იმის შესახებაც წერს, რომ მიქაუტაძეს უშუალოდ ტექნიკური დირექტორი […]
“პრემიერ ლიგის ექვსეულისთვის მებრძოლ კლუბებს აინტერესებთ” – ბრიტანული მედია მიქაუტაძეზე წერს
ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების ინტერესების სფეროში შედის. “საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე 43 მატჩში გატანილი 25 გოლით, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უცნობია, პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღებას იპყრობს. გამოცდილმა ჟურნალისტმა, ჯონათან ჯონსონმა დაადასტურა, რომ […]
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 35-ე ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, სადაც გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში, მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდა. გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დაასახელეს მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ ზედიზედ მეორედ: მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურში ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში, “მეცისა” […]
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტებს შორის ,,მეცის” ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა. 22 წლის ფორვარდი საოცარ სეზონს ატარებს და 22 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მისი გუნდი კი 65 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის. მიქაუტაძის გარდა, საუკეთესოთა შორის კიდევ 4 ფეხბურთელი – ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი), […]