Belive

"მიქაუტაძე მეცს გასავარდნი ზონიდან ამოსვლაში ეხმარება" - Ligue1

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა და მისი დაბრუნების შემდეგ "მეცის" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსებზე წერს ligue1:

გიორგი მიქაუტაძემ ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და "მეცს" იმედი დაუბრუნა, რათა ლიგა 2-ში გავარდნა თავიდან აიცილოს. "ლანსთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ლიგა 1-ში დარჩენის შანსები ერთიორად გაეზარდა. სამუშაო ჯერ კიდევ დარჩა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. გასულ სეზონში ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი "აიაქსში" გადავიდა, მაგრამ იანვრის ფანჯრის დროს "მეცში" დაბრუნების შემდეგ შვიდი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით, ის თავის გუნდს გადარჩენაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ "მეცი" ჯერ კიდევ მე-17 ადგილზეა, მას "ლორიენთან" (26 ქულა) ქულების თანაფარდობა აქვს და შემდეგ შეხვედრაში "ლე ავრის" წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი აქვს, რათა გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოვიდეს. ლიგა 1-ის პირველ 23 მატჩში მხოლოდ ოთხი მოგების შემდეგ, "მეცმა" ბოლო ექვსიდან სამი შეხვედრა მოიგო.

მიქაუტაძემ დაბრუნების შემდეგ უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე დანარჩენმა თანაგუნდელებმა ერთად, უფრო მეტიც, 23-ე ტურის შემდეგ, ლიგა 1-ში არცერთ მოთამაშეს არ გაუტანია მეტი გოლი:

  1. გიორგი მიქაუტაძე - 7 გოლი

  2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 6 გოლი

  3. ჯონათან დევიდი - 5 გოლი

  4. ტაის დალინგა - 4 გოლი

  5. ალექსანდრ ლაკაზეტი - 4 გოლი

  6. ტერემ მოფი - 4 გოლი

  7. გონსალო რამოსი - 4 გოლი

  8. ვინსენტ სიერო - 4 გოლი

  9. ელიე ვაჰი - 4 გოლი

სხვა სტატიები