Belive

World Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების შესახებ წერს

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე World Rugby-მ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა და დაწერა, რომ ისინი ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მწვრთნელი მარტში მხოლოდ 38 წლის გახდა, კილასონია უმცროს ბორჯღალოსნებში 2012 წლიდან მუშაობს. მან გუნდში მუშაობა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო და გუნდს სათავეში ორი წლის უკან სამხრეთ აფრიკაში წასვლამდე ჩაუდგა.

"ჩვენ ყველა შეხვედრაში ვეცდებით საკუთარი თავის მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მომავალზე საუბარი არ მიყვარს. მე მაშინ ვსაუბრობ, როცა საქმე შესრულებულია. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობით ძალიან აღფრთოვანებულნი ვართ. ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს პირველი სერიოზული საერთაშორისო ტურნირია. - განაცხადა ლადო კილასონიამ.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე კახოიძე ჯერ კიდევ 19 წლისაა, მისი თამაში "ბორჯღალოსნებს" დიდ ძალას მატებს. მისი დებიუტი 20-წლამდელთა ნაკრებში 17 წლის ასაკში შედგა. - წერს World Rugby.

შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. 

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასზე

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).

სხვა სტატიები