Belive

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგეს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „მარკეტა რაგბი სთედიუმზე“ საქართველოს რაგბის (18-წლამდე) ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე ჩემპიონის ტიტულის მოიპოვა. წელს საქართველო ფინალში პორტუგალიას მესამედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც (19:3) დაამარცხა.

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა. პირველ სამ შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, 2018 წელს საქართველომ საფრანგეთს 8:3 მოუგო და პირველი ტიტული მოიგო, ამის შემდეგ 6 ერის ქვეყნებმა ტურნირი დატოვეს და საფრანგეთიც მათ რიგებს შეუერთდა.

მას შემდეგ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ სამი ტიტული მოიგეს – 2019 წელს ესპანეთთან (20:10), (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), 2021 და 2022 წლებში კი პორტუგალიის დამარცხებით, შესაბამისად 27:0 და 34:10.



სხვა სტატიები