Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ დაირაზმნენ

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღე რჩება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 24 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ.

ასე გამოიყურება ჩვენი ნაკრების შემადგნელობა პირველი შეხვედრისათვის.

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

სხვა სტატიები