"წნეხის გარეშე ვითამაშებთ და იქნებ ისტორიული შედეგიც დავაფიქსიროთ" - ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი
3 დეკემბერს, სიდნეიში გამართული წილისყრით, 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები B-ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და რუმინეთს შეერკინება.
წილისყრის შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის კომენტარი გავრცელდა, რომელიც აღნიშნავს, რომ პრინციპული და გადამწყვეტი მატჩი იტალიასთან გაიმართება. ინგლისელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბორჯღალოსნები წნეხის გარეშე ითამაშებენ, შესაძლოა რაგბის მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი დავაფიქსიროთ.
გააზრებული გვაქვს, რომ ჯგუფში პირველ ადგილს უდიდესი ალბათობით სამხრეთ აფრიკა დაიკავებს, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლასა და პლეი-ოფში მოსახვედრად მთავარი დაპირისპირება იტალიასთან გველის.
ამ ორი ნაკრების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. გასულ წელს გენუაში იტალია დიდ წნეხში მოვაქციეთ და მხოლოდ 3 ქულით დავმარცხდით. ბუნებრივია წნეხი უფრო იტალიელთა მხარეს იქნება, რადგან ისინი 6 ერის წარმომადგენლები არიან და ტიერ 1-ის ქვეყნად მიიჩნევიან, ჩვენ კი ანდერდოგები ვიქნებით. ვეცდებით, მსოფლიო თასზე დაძბულობისა და წნეხის გარეშე ვითამაშოთ და ვინ იცის, იქნებ ამ შემთხვევაში ისტორიული შედეგიც დავაფიქსიროთ. გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ იმაზე კარგი გუნდი ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და ბრძოლაც ნებისმიერთან შეგვიძლია. - რიჩარდ ქოქრილი.
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ავსტრალიაში გაიმართება. იტალიას კი ამ ფორმატში პირველად ვეთამაშებით. უკანასკნელი სამი ტესტ-მატჩიდან 2 აძურის, ხოლო 1 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა.
2018 | იტალია 28:17 საქართველო
2022 | საქართველო 28:19 იტალია
2024 | იტალია 20:17 საქართველო