Belive

მსოფლიო რაგბიმ განაჩენი გამოიტანა | ქართველი მორაგბეები მკაცრად დაისაჯნენ

1 საათის წინ რაგბი
2 წთ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" ავცელებს ინფორმაციას, რომ მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა სქემა, რომელიც სავარაუდოდ ნიმუშების შეცვლას და დოპინგ-ტესტების წინასწარ გაფრთხილებებს გულისხმობდა.

„ოპერაცია ობსიდიანის“ სახელით ცნობილი გამოძიება 2023 წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დასრულდა, რომელმაც ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც მოთამაშეებმა სავარაუდოდ შარდის ნიმუშები გაცვალეს, სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად.

ყველაზე მძიმე ვერდიქტი ნაკრების ყოფილ კაპიტანს - მერაბ შარიქაძეს გამოუტანეს, რომელიც 11 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

  • მერაბ შარიქაძე - 11 წელი

  • გიორგი ჭყოიძე - 6 წელი

  • ლაშა ხმალაძე - 3 წელი

  • ოთარ ლაშხი - 3 წელი

  • მირიან მოდებაძე - 3 წელი

  • ლაშა ლომიძე - 9 თვე.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქმიანობას 9 წლით ჩამოაშორეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ექიმი - ნუცა შამათავა.

ლაშა ხმალაძის, გიორგი ჭყოიძისა და მერაბ შარიქაძისთვის ეს ვერდიქტი კარიერის დასრულების ტოლფასია, ვინაიდან და რადგანაც, მათ ხელს ასაკი აღარ უწყობთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1.5 წლის შემდეგ პირველად დოპინგ სკანდალის გამო სარაგბო კარიერის იძულებით დასრულების შესახებ ისაუბრა.

შარიქაძის ცნობით, თანაგუნდელისთვის შარდის გაცვლის გამო, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა, თუმცა, მისი თქმით, ბუკას არ ჰქონდა იმედი, რომ სასჯელს შეუმცირებდნენ და მას მოედანზე დააბრუნებდნენ.

მორაგბის განცხადებით, რაგბის კავშირს და მწვრთნელს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.