Belive

სემი რადრადრას მამამ ფიჯის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" მორაგბის - სემი რადრადრას მამამ, სამისონი ვაქავატუმ, მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო, რომლითაც ფიჯი უელსს დაამარცხებდა, ფიჯის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. 

რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში, უელსმა ფიჯი დრამატულ ბრძოლაში 32:26 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიჯის ნაკრებს მატჩის ბოლო შეტევაში გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა ნაკრების ლიდერმა - სემი რადრადრამ, ჩათვლის მოედანთან ბურთი ხელში ვერ შეიკავა და დაუვარდა, რის გამოც მატჩი დასრულდა და ფიჯის ნაკრები დამარცხდა.

სემი რადრადრას მომენტი

ამ ფაქტის შესახებ კი ფიჯელი მორაგბის მამამ, ფიჯელ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, რომ ეს შეცდომა მისი შვილისთვის ეპატიებინათ. 

"ფიჯის მოსახლეობას მოკრძალებით ვთხოვ, რომ ჩემს შვილს აპატიონ.

გთხოვთ, აპატიეთ, რომ უელსის წინააღმდეგ ბურთი წინ დაუვარდა. ჩვენი ოჯახისთვის რთული არ ყოფილა იმის გაანალიზება, რომ ხალხს იმედი გავუცრუეთ.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ გვაპატიოთ, ჩვენ ძალიან ვწუხვართ..." - სამისონი ვაქავატუ

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ C ჯგუფს 5-5 ქულით ავსტრალიისა და უელსის ნაკრებები ლიდერობენ. მესამე პოზიციას კი 2 ქულით ფიჯი იკავებს. საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე 0 ქულით იმყოფება, პორტუგალიის ნაკრებს კი ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია. 

სხვა სტატიები