Belive

ინგლისელი მორაგბე დაკავებულია - ვუნიპოლამ კლუბში იჩხუბა, შემდეგ კი ელექტროშოკით გათიშეს

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "სარასენსის" ერთ-ერთი ლიდერი - ბილი ვუნიპოლა, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე სკანდალში გაეხვა და დაპატიმრებულია.

ესპანური საინფორმაციო გამოცემა "Ultima Hora" ირწმუნება, რომ პოლიცია პაბში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მორაგბე გამთენიისას აგრესიული გახდა.

სავარაუდოდ, ბილი ვუნიპოლა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, შემდეგ კი პერანგი გაიხადა და ხალხს ბოთლებითა და სკამებით დაემუქრა, რის შემდეგაც ხალხმა პოლიცია გამოიძახა, მორაგბე იმდენად უმართავი იყო, რომ პოლიციას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მორაგბის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს, თუმცა პირველად ელექტროშოკმა მასზე დიდად არ იმოქმედა, ამიტომ მეორე ელექტროშოკი დაარტყეს და მორაგბე სწორედ ასე დააკავეს.

ბილი ვუნიპოლა ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი 2013 წლიდანაა. მას "ვარდების" შემადგენლობაში 75 მატჩი აქვს ჩატარებული, "სარასენსში" კი 2013 წლიდან ირიცხება და 178 მატჩი აქვს ჩატარებული.

სავარაუდოდ, ვუნიპოლა მომავალ სეზონში "სარასენსს" დატოვებს და "მონპელიეში" გადავა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად დაასრულებს ეროვნულ ნაკრებში გაწვევის ნებისმიერ იმედს, რადგან საზღვარგარეთ მოთამაშე ინგლისელ მორაგბეებს არ აქვთ ნაკრებში თამაშის უფლება.

სხვა სტატიები