Belive

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 26 აპრილს გაიმართება

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 26 აპრილს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრებმა პრეზიდენტობის და გამგეობის წევრობის კანდიდატურები რაგბის კავშირის გამგეობას 16 აპრილამდე უნდა წარუდგინონ.

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2025 წლის 26 აპრილს სასტუმრო „Hilton Garden Inn Tbilisi“-ში (მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ა) გაიმართება „სრკ“-ს რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

  1. სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ(ის)თა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანიდატთა გამოსვლები;

  2. სრკ-ს პრეზიდენტის არჩევა;

  3. სრკ-ს არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა დასამტკიცებლად.

  4. სრკ-ს ხმის უფლების მქონე ნამდვილი წევრების მიერ წარმოდგენილი გამგეობის წევრთა წარდგენა და არჩევა.

  5. აჭარის ხმის უფლების მქონე წევრი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი (1) გამგეობის წევრის დამტკიცება.

rugby.ge

სხვა სტატიები