Belive

"საქართველოსთან დიდი ბრძოლა გველის" - უელსელი მორაგბე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ "პრინსიპალიტიზე" უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება.

შემოდგომის ერთა სერიების დასკვნითი შეხვედრის წინ, "დრაკონების" ცენტრმა - ოუენ უოტკინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბორჯღალოსნებთან" დიდი ბრძოლა გაიმართება.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება დიდი ფიზიკური ბრძოლა. საქართველო ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნაკრებია. "ბორჯღალოსნებს" ძლიერი ფორვარდები ჰყავთ - ამიტომ მძიმე ფიზიკური დაპირისპირება გველის.

ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ქართველები ფიზიკურად დავჩაგროთ - ალბათ ეს მატჩის უკანასკნელ 20 წუთამდე შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ".

შეგახსენებთ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - უეინ პივაკმა, საქართველოს წინააღმდეგ 12 და 13 ნომრად ოუენ უოტკინი და ლეგენდარული ჯორჯ ნორსი დაასახელა.



დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უელსელები საქართველოს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, რაც იმას მეტყველებს, რომ მეტოქე "ბორჯღალოსნებს" აფასებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის "დრაკონების" შემადგენლობა, რომელზეც არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი - არამედ გულშემატკივარიც დიდ იმედებს ამყარებს.

სხვა სტატიები