Belive

L'EQUIPE: "ბორჯღალოსნებს რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის"

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe საინტერესო სიახლეს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ინგლისელი რიჩარდ კოკერილი ჩაიბარებს.

წყაროს მტკიცებით, კოკერილის ოფიციალური წარდგენა ხუთშაბათს მოხდება და მას 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდება.

პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, კოკერილი ისეთ ტიტულოვან სარაგბო კლუბებს წვრთნიდა, როგორიცაა: "ტულონი" (2017), "ედინბურგი" (2017-21) და "მონპელიე" (2023). Top 14-ის მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, კოკერილს "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს, თუმცა ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 52 წლის სპეციალისტს უსაქმოდ დიდხანს ყოფნა არ მოუწევს. რაც შეეხება სანაკრებო ასპარეზს - კოკერილი ინგლისის ფორვარდების მწვრთნელი გახლდათ, 2022 წელს კი "ვარდების" დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მას შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირი მისი შემცვლელის აქტიურ ძიებაშია.

სხვა სტატიები