რუმინეთის მწვრთნელი: "მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიოზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ"
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, სიდნეიში გაიმართა და ცნობილი გახდა, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეტოქე.
რამდენიმე წუთის წინ დასრულებული წილისყრით გადაწყდა, რომ ბორჯღალოსნები B-ჯგუფში ითამაშებენ, სადაც სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან.
რუმინეთის ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა - დავიდ ჟერარმა, მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა.
"მსოფლიო ჩემპიონთან თამაში ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. ეს ურთულესი ჯგუფია, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე რთულიც კი, ამ ჯგუფში ყოფნა უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ თუ უფრო მეტზე გვინდა ოცნება, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ვიყოთ." - დავიდ ჟერარი
ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეიძლება, რომ გარანტირებული მოგება დაგეგმონ რუმინეთია. ბორჯღალოსნებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი რუმინეთი...
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება. მთავარ ფავორიტად კვლავ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტიტანები - სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია მიიჩნევიან, თუმცა სარაგბო მიმომხილველები "დარქჰორსად" ინგლისს ასახელებენ.
ეს არის ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო თასი, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ითამაშებს. ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც ჯგუფში 2 თამაშის მოგება (ტონგა, ნამიბია) შეძლეს.