Belive

რიჩი არნოლდი: "საქართველო უყურადღებობას არ გვაპატიებს"

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარიზში გაიმართება.

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ედი ჯონსთან ერთად, "ვოლაბების" მეორეხაზელმა რიჩი არნოლდმა ისაუბრა. ავსტრალიელი მორაგბე აღნიშნავს, რომ საქართველო სახიფათო მეტოქეა.

საქართველოს უპატივცემულობა არ შეიძლება. უყურადღებობას თუ გამოვიჩენთ, საქართველო აუცილებლად დაგვსჯის. - რიჩი არნოლდი.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. 

სხვა სტატიები