Belive

რასი ერასმუსი: "საქართველო ძალიან ჟინიანი და ძლიერი გუნდია, მათ უნდა ვუფრთხილდეთ"

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს, სიდნეიში გაიმართა და ცნობილი გახდა, თუ რომელ ჯგუფში ითამაშებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეტოქე.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებული წილისყრით გადაწყდა, რომ ბორჯღალოსნები B-ჯგუფში ითამაშებენ, სადაც სამხრეთ აფრიკას, იტალიასა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რასი ერასმუსმა, მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა და ჩვენს ნაკრებზეც ისაუბრა.

„კმაყოფილები ვართ იმ ჯგუფით, რომელშიც მოვხვდით, მაგრამ ეს მსოფლიო თასია და ყველა გუნდი იქ დიდი ჟინით გავა და ყველაფერს გააკეთებს, რათა სიამაყით წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნები.

საქართველო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჟინიანი გუნდია და ჩვენ მათ ადრეც შევხვედრივართ, ამიტომ ვიცით, რამდენად რთული შეიძლება იყოს მათთან მსოფლიო ჩემპიონატზე დაპირისპირება. თუ მათ სივრცესა და შესაძლებლობას მივცემთ, რომ პოტენციალი გამოავლინონ, ისინი გაიმარჯვებენ, ამიტომ ამაზე ვიმუშავებთ, რომ ყველანაირი სივრცე შევუზღუდოთ და ჩვენი რაგბი ვითამაშოთ." - რასი ერასმუსი

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში მყოფი სამხრეთ აფრიკა ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და მათ მსოფლიოს პირველობა მიჯრით 2-ჯერ შეძლეს. სწორედ რასი ერასმუსია ის ადამიანი, რომელმაც სამხრეთ აფრიკას ზედიზედ 2-ჯერ მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასი 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს ფინალური დაპირისპირებით დასრულდება. მთავარ ფავორიტად კვლავ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტიტანები - სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია მიიჩნევიან, თუმცა სარაგბო მიმომხილველები "დარქჰორსად" ინგლისს ასახელებენ.

ეს არის ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო თასი, რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ითამაშებს. ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც ჯგუფში 2 თამაშის მოგება (ტონგა, ნამიბია) შეძლეს.

სხვა სტატიები