რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანაზღაურება?! - არდი სავეა TOP 14-ს უახლოვდება
ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებისა და "მოანა პასიფიკას" 31 წლის მორაგბე - არდი სავეა, მზად არის, რომ TOP 14-ის კლუბ რასინგში გადავიდეს.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რასინგ 92 მზად არის, რომ 31 წლის ახალ ზელანდიელი მორაგბის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს.
„The Daily Telegraph“-ის ცნობით, რასინგი მზადაა, ის რაგბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს, რითაც ერთ დროს იაპონიაში მოთამაშე დენ კარტერსა და მეტ გიტოს გადაასწრებს (1.5 მილიონი ევრო ხელფასის სახით - ეს ხელფასი ჰქონდათ დენ კარტერსა და მეტ გიტოს).
ასევე ცნობილი ხდება, რომ თუ სავეა რასინგში გადავა, იგი ხელფასის სახით ყოველწლიურად €1.8-დან 2 მილიონამდე მიიღებს.
Smiling all the way to the bank 😎
— SportyBet South Africa (@SportyBetZA) August 25, 2025
🚨 Reports suggest Racing 92 are ready to make Ardie Savea the highest-paid rugby player ever after the 2027 World Cup. 👀 pic.twitter.com/41et1zeWj3
აქვე შეგახსენებთ, რომ არდი სავეა 2023 წელს წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
ბოლო წლებში პარიზ 92-მა ისეთ მოთამაშეებთან გააფორმა კონტრაქტი, როგორებიც არიან სამხრეთ ამერიკის ნაკრების კაპიტანი - სია კოლისი და ინგლისელი ვარსკვლავი - ოუენ ფარელი. გარდა ამისა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფრანგებმა კლუბში დენ კარტერი მიიყვანეს.
არდი სავეას ახალი ზელანდიის ნაკრებში 99 მატჩი აქვს ჩატარებული და ბოლო წლების მანძილზე, ის ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანია.