Belive

რაგბი ევროპის სუპერ თასი | ფინალის თარიღი ცნობილია

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის 2023 წლის გათამაშების ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფინალი 22 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა და მართალია მატჩის მასპინძელი ქალაქი და სტადიონი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ფინალი თბილისში გაიმართება.

ფინალურ მატჩში, ტურნირის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი" "თელავივ ჰითსს" დაუპირისპირდება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მესამედ შეეცდება.

სხვა სტატიები