Belive

შავი ლომი | სამხრეთ აფრიკული ტურნე გამარჯვებით დაიწყო

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, შავი ლომი სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე იმყოფება.

შავი ლომის აფრიკული ტურნე ადგილობრივ ფრენჩაიზ, ტოიოტა ჩიტასთან 2-მატჩიან დაპირისპირებას მოიცავს, რომლის პირველი და დაძაბული მატჩი ქართული ფრენჩაიზის გამარჯვებით დასრულდა. ბლუმფონტეინში შავმა ლომმა მეტოქე 1-ქულიანი სხვაობით (38:39) დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი დავით აბდუშელიშვილი დასახელდა.

ტოიოტა ჩიტასისა და შავი ლომის მეორე მატჩი 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.