პორტუგალიის სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
პორტუგალია მე-20 გუნდი გახდა, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. გადამწყვეტ მატჩში, აშშ-ს წინააღმდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ფრე, 16:16, დააფიქსირა.
"ოს ლობოსს" მხოლოდ ფრე სჭირდებოდა იმისათვის, რომ ისტორიაში მეორედ მსოფლიო თასზე ეასპარეზა. გადამწყვეტი ქულა სამუელ მარკესმა დააფიქსირა, რომელმაც 81-ე წუთძე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. უკეთესი ქულების შეფარდებით, პორტუგალიელებმა ამერიკელებს აჯობეს და საფრანგეთის საგზურიც სწორედ მათ მოიპოვეს.
Portugal became the 20th team to qualify for Rugby World Cup 2023 as they secured a 16-16 draw in a nail-biting deciding match of the Final Qualification Tournament against USA.
— Scoop 🐻 ☕️ (@Rugby_Scoop) November 18, 2022
pic.twitter.com/eXTy14SgM4
ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელები C ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქე უელსი, ავსტრალია, ფიჯი და საქართველო იქნება.