Belive

Ruck-მა ნინიაშვილი მსოფლიოს 50 საუკეთესო მორაგბეს შორის დაასახელა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტულმა სარაგბო პორტალმა Ruck.co.uk მსოფლიო რაგბის 100 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემამ ნინიაშვილი 49-ე პოზიციაზე დაასახელა და ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების წინ დააყენა, როგორიცაა: ბოდენ ბარეტი, მარო იტოჯე, სია კოლისი და სხვ.

Ruck.co.uk-ის რჩეული 100 მორაგბის სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ. 

Ruck.co.uk-ის-ის ტოპ-10

  1. ანტუან დუპონი (საფრანგეთი)
  2. ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
  3. არდი სავეა (ახალი ზელანდია)
  4. გრეგორი ალდრიტი (საფრანგეთი)
  5. ქელან დორისი (ირლანდია)
  6. უილ სკელტონი (ავსტრალია)
  7. ტად ბირნი (ირლანდია)
  8. ჯონათან დანტი (საფრანგეთი)
  9. დამიან პენო (საფრანგეთი)
  10. ჰუგო კინანი (ირლანდია)

სხვა სტატიები